logo
ENG



"ოცნების" ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი

16 იან 202112:47
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მათი თქმით, მმართველი გუნდის წევრები კრიმინალები და ქურდები არიან, რომლებმაც ქართველ ხალხს არჩევნები წაართვეს. 

აქგივსტებმა ადგილზე მიიტანეს ბანერი წარწერით "არჩევნები მოპარულია", თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ მისი გაშლის საშუალება არ მისცა.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნიკა კვიტატიანი, გიორგი მუმლაძე, ირაკლი ფავლენიშვილი. 

აქტივისტები, რომლებიც ექსპოჯორჯიასთან შეიკრიბნენ, ამბობენ, რომ სირცხვილია, როცა გავრილოვის ღამის შემოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება. 

ისინი სკანდირებენ: "მონა", "სირცხვილია". ქართული ოცნების წევრებს ყრილობაზე შესვლა სწორედ ამ შეძახილების ფონზე უწევთ. 

ქართული ოცნების ყრილობა ექსპო ჯორჯიაში 14:00 საათზე დაიწყება. 

დღეს, 16 იანვარს, ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს წევრებს აირჩევენ.

თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.  

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს პარტია ქართულ ოცნებას და პოლიტიკიდანაც მიდის. 

ირაკლი კობახიძე IX მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის 20 ივნისს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ​ანტისაოკუპაციო აქციის პირველი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის აქცია ძალადობრივად დაშალა, კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. 

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს - მათ ვინაობას პარტიაში ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს წევრები, სხვებთან ერთად, ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ნაცვლიშვილი იქნებიან. პოლიტსაბჭოს წევრები ასევე იქნებიან თეა წულუკიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკატერინე ტიკარაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები, ჯამში 21 ადამიანი. 


close დახურვა